საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის პროფესორის ინტენსიური კურსი - „გერმანული სახელშეკრულებო სამართლისა და ევროპული სამომხმარებლო სამართლის ზოგადი სტრუქტურები“

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი, პოლონური და ევროპული კერძო სამართლისა და შედარებით სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი არკადიუშ ვუდარსკი (Prof. Dr, Arkadiusz Wudarski) 2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრში თსუ იურიდიული ფაკულტეტი-ზე ინტენსიურ კურსს: „გერმანული სახელშეკრულებო სამართლისა და ევროპული სამომხმარებლო სამართლის ზოგადი სტრუქტურები (გერმანულ ენაზე)“ უძღვება.

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია პროფესორ არკადიუშ ვუდარსკის შეხვდა და ისაუბრეს თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებზე.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 5 აპრილს იმართება პოლონელ ქართველ იურისტთა ასოციაციის დაფუძნების ღონისძიება, რაც ზემოხსნებულ ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო განამტკიცებს.

თარიღი: 04/04/2023